1. ზოგადი დებულება
1.1. ხელშეკრულება იდება შპს "ვებ4იუ"’ (შემდგომში - გამყიდველი) და თქვენს (შემდგომში - მომხმარებელი) შორის;
1.2. მომხმარებელი ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას საკუთარ მონაცემებს აწვდის ვებ4იუს;
1.3. თუ პირმა გაიარა წინამდებარე ხელშეკრულებაში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა ან შესყიდვისას მინიშნა ღილაკი , მიიჩნევა, რომ იგი დაეთანხმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, რაც უთანაბრდება მხარეთა მიერ სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებას;
1.4. მომხმარებელი, რომელსაც სურს BLEND.GE-ს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები;
1.5. BLEND.GE უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში დამატებითი თანხმობის გარეშე;
1.6. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე "ვებ4იუ" უფლებამოსილია, მიიღოს და შეამოწმოს პროექტის ავტორის პერსონალური მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გადასცეს მესამე პირს. წინამდებარე პირობებზე თანხმობა არის ამ კანონის მე-5 მუხლის ,,ა” ქვეპუქტით და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, გასაჯაროებასა და მესამე პირთათვის გადაცემაზე;
1.7. ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის პროცესის დასრულების ან წესების და პირობების ღილაკის მონიშვნისთანავე.
2. BLEND.GE-ს მომსახურებით მომხმარებლის მიერ სარგებლობისათვის:
2.1. მომხმარებელი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე BLEND.GE;
2.2. რეგისტრაციისთვის მყიდველი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ თვითონ. სისტემა არ ინახავს პაროლს ღია სახით და არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მეპატრონისა.
2.3. რეგისტრაციის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება BLEND.GE-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს;
2.4. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მყიდველი ვებ გვერდზე ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და ამატებს კალათაში მათი ყიდვის მიზნით.
2.5. ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელმა უნდა შეავსოს დამატებითი ინფორმაცია: მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, ირჩევს მისთვის სასურველ მიტანის და გადახდის მეთოდებს და ასრულებს ყიდვის პროცედურას.
2.6. თუ მყიდველს გაუჩნდება დამატებითი კითხვა მომსახურების პირობებთან ან მისთვის საინტერესო პროდუქტთან დაკავშირებით შეუძლია დაგვიკავშირდეს- ნომერზე: +995 599 76 96 63 ან მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტაზე info@blend.ge
2.7. მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს რეალური მონაცემები, აკრძალულია სხვა პირის მონაცემების მითითება, მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მმართველი კომპანია უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამს სახელმწიფო ორგანოებს.
2.8. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ნივთი საიტზე რეგისტრაციის გარაშე
2.9. არარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებისას სავალდებულოა რომ მონიშნოს ველი რომლითაც ის ეთანხმება BLEND.GE-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს;
3. ხელშეკრულების შეწყვეტა და დავის გადაწყვეტა:
3.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში პროექტის ავტორის რეგისტრაციისა და ვებ-გვერდიზე შესაბამის ველში თანხმობის/დასტურის დაფიქსირების მომენტიდან და ძალაშია იქამდე, ვიდრე მხარეები არ გამოთქვამენ მისი შეწყვეტის სურვილს, თუმცა არაუადრეს მხარეთა მიერ ნაკისრი/მიმდინარე ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე;
3.2. წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების ან/და მოქმედი კანონმდებლობის ნაწილობრივი შეუსრულებლობა აძლევს "ვებ4იუ" უფლებას, ნებისმიერ დროს ცალმხრივი წესით მოშალოს ხელშეკრულება.
3.3. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილად ცნობა გავლენას არ ახდენს სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
3.4. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერი მხარის მიერ ყველა თავისი ვალდებულების შესრულების შემდეგ.
3.5. ამ ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს შორის წარმოშობილი დავა წყდება მოლაპარაკებისა და მორიგების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
3.6. მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268–ე მუხლის 1¹ ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული "ვებ4იუს" სარჩელის დაკმაყოფილების ან "ვებ4იუს" სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. მომხმარებლის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება და მიღება:
4.1. ვებ საიტზე რეგისტრაცია არის ნებაყოფლობითი
4.2. ნავიგაციის ღილაკების საშუალებით კლიენტი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია.
4.3. მომხმარებელი ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს კალათაში.
4.4. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური.
4.5. BLEND.GE პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებთ წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
4.6. მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის დაბრუნების უფლებით.
4.7. საიტზე არსებულ ყველა პროდუქტზე, რომელსაც აქვს საგარანტიო ვადა, იქნება მითითებული აღწერაში.